2018-10-25
ბრძანება №:258/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა თსუ რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის N250/01-01 ბრძანების და ალექსანდრე თვალჭრელიძის  სახელობის  მინერალური  ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2018 წლის 16 ოქტომბრის   N21353/10  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

1) თენგიზ გელეიშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
2) შალვა გეგია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
3) ანზორ აბშილავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
4) კარლო აქიმიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
5) ვახტანგ გვახარია - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის გარემოს დაცვის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ქიმიის აკადემიური დოქტორი;  
                          
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თენგიზ  გელეიშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შალვა გეგია, საკონკურსო კომისიის  მდივნად                     კარლო აქიმიძე;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება                            სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 3 დეკემბრისა.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორის მოავალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                                                                                           ალექსანდრე ცისკარიძე     
    
« უკან დაბრუნება