2014-12-30
ბრძანება №:228/01-01

მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემა - Times Higher Education World University Rankings (THE)-ში გაწევრიანების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.  Times Higher Education World University Rankings (THE) -ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) გაწევრიანების მიზნით, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალოთ, რეიტინგის დათვლის მეთოდის მიხედვით, THE-ის პორტალზე შესაბამის კატეგორიებში მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული ინფორმაციის  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის მიწოდება (შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო კვლევების და განვითარების დეპარატმენტისა ან/და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მეშვეობით): 
ა) უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს - პორტალზე შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის პერსონალის შესახებ ინფორმაცია. 
ბ) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს - პორტალზე შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის სტუდენტთა შესახებ ინფორმაცია. 
გ) უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს - პორტალზე შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის ფინანსების (შემოსავლების) შესახებ ინფორმაცია. 
2.  ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვადად განისაზღვროს 2015 წლის 31 მარტი.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უნივერიტეტის რექტორის მოადგილეს იოსებ სალუქვაძეს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანების დაწესებულების ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება