ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-05

საჯარო ლექცია და ადამიანის უფლებათა კრებულის პრეზენტაცია

საჯარო ლექცია და ადამიანის უფლებათა კრებულის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, თსუ პროფესორის კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექცია - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია: ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების თანამშრომლობის  პერსპექტივები და გამოწვევები“ გაიმართა. საჯარო ლექცია მიეძღვნა ადამიანის უფლებათა მე-16 ოქმით გათვალისწინებულ ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქციას. ღონისძიებაზე განიხილეს ოქმიდან გამომდინარე სამართლებრივი პრობლემები და გამოწვევები.

საჯარო ლექციის შემდეგ სტატიათა კრებულის - „ადამიანის უფლებათა დაცვა: კანონმდებლობა და პრაქტიკა” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია.

კრებულში თავმოყრილია ავტორთა სტატიები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და მიზნად ისახავს, გაანალიზოს საქართველოში არსებული სამათლებრივი და ადამიანის უფლებათა პრობლემები და საზოგადოებას შესთავაზოს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის მოგვარება სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. სტატიებში გამოთქმულია მოსაზრებები როგორ შეიძლება დაიხვეწოს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა.




Print

« იხ. ყველა სიახლე