ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტებს თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
7-9 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.