2019-11-01

თსუ პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრი გახდა

თსუ პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრი გახდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრად აირჩიეს.
ცოტა ხნის წინ ევროპის აკადემიის წევრი კიდევ ორი ქართველი მეცნიერი - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ კოკაია და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი, პასტერის ინსტიტუტის პროფესორი დავით ფრანგიშვილი გახდა. ევროპის აკადემიის საპატიო წევრია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი.
ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრები საქართველოდან ასევე არიან:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე;საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე;თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
1988 წელს დაარსებული ევროპის აკადემია, მეცნიერთა ევროპული გაერთიანებაა, რომლის წევრებიც არიან სწავლის, განათლების და კვლევის კომუნიკაციაზე ორიენტირებული მეცნიერები და მკვლევრები.
2019 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის აკადემიის რეგიონული წარმომადგენლობა, რომელიც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში აკადემიის პირველი და ერთადერთი ფილიალია.
Print

« იხ. ყველა სიახლე