2020-09-06
თსუ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის საშეღავათო პირობები გახანგრძლივდა
საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის სპეციალური საშეღავათო პირობები გახანგრძლივდა
1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე:
- სოციალურად დაუცველი (70 ათასამდე სარეიტინგო ქულით) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი - 0 ლარი.
- სტუდენტი, რომელმაც COVID 19 - ის გამო დაკარგა სამსახური ან/და არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას - 0 ლარი.
- ოჯახიდან 2 ან მეტი სტუდენტი, ან სოციალურად დაუცველი (70 ათასზე მეტი სარეიტინგო ქულით) - 50% - იანი შეღავათი.
- ყველა დანარჩენი სტუდენტი - 30% - იანი შეღავათი.
« იხ. ყველა სიახლე