2018-11-17

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები
2018 წლის 16 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები გაიმართა.

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საარჩევნო ვაკანსიების რაოდენობა განსაზღვრულია შემდეგნარიად:

ა)ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 4;
     სტუდენტი - 6;
ბ)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 7;
     სტუდენტი - 4;
გ)იურიდიული ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 4;
     სტუდენტი - 4;
დ)მედიცინის ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 4;
     სტუდენტი - 2;
ე)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 3;
     სტუდენტი - 3;
ვ)ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 2;
     სტუდენტი - 2;
ზ)ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
     აკადემიური პერსონალი - 8;
     სტუდენტი - 5;
თ)თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი - 1;
ი)თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - 1;
კ)თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 1;
ლ)თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი - 1;
მ)თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი - 1;
ნ)თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1;
ო)თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი - 1;
პ)თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი - 1;
ჟ)თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი - 1;
რ)თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი - 1;
ს)თსუ ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი - 1;
ტ)თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი - 1;
უ)თსუ თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი - 1;
ფ)თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ს/კ ინსტიტუტი - 1;
ქ)თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ს/კ ინსტიტუტი -1;
ღ)თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - 1.


წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 3 ნოემბერს და დასრულდება 2018 წლის 9 ნოემბერს.

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.

კანდიდატთა რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

1.განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე (იხ. დანართი);
2.მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი)/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა.
4.ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სტუდენტებისთვის).
5.ავტობიოგრაფია (CV).

სამართლებრივი აქტები:
აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ (კოდიფიცირებული)
აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №210/2018 დადგენილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“
რექტორის მ/შ 2018 წლის 26 ოქტომბრის №259/01-01 ბრძანება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
აკადემიური საბჭოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №211/2018 დადგენილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“


Print

« იხ. ყველა სიახლე