30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თსუ გამომცემლობისა და წიგნის მაღაზიის სტენდი თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე დაგხვდებათ. ფესტივალის განმავლობაში ჩვენს წიგნებს 60%-მდე ფასდაკლებით შეიძენთ! ფესტივალზე გაიმართება ასევე ფილოლოგიის დოქტორ ნინო პოპიაშვილის წიგნის "სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ წარდგენა. მასში განხილულია აკაკი წერეთლის "სულიკოს" თარგმანები. წიგნს თან ერთვის 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა.
მისამართი: წერეთლის გამზ. 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი, თსუ სტენდი.