ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო
პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების
განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში,
ძი იენჩიმ.
შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი
დინგ ჰაო და ატაშე
ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ. თსუ რექტორი და ჩინეთის ელჩი შეთანხმდენენ, რომ ახლო მომავლში, ძი იენჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.