“აკადემია ევროპეა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეხუთე რეგიონული სამეცნიერო ჰაბის გახსნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც
ვებგვერდი იტყობინება, „აკადემია ევროპეას“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი 2019 წლის აპრილში თბილისში რეგიონული სამეცნიერო ჰაბის გახსნას.
რეგიონული ცენტრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში იხსნება. ის ხელს შეუწყობს და გზას გაუხსნის ქართველ მკვლევრებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას.