ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-09-24

ვებინარი - „რა გვასწავლა Covid 19-მა?“

ვებინარი - „რა გვასწავლა Covid 19-მა?“
Magna Charta-ს ობსერვატორიის (ბოლონია) კონფერენციაში „რა გვასწავლა Covid 19-მა?“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მონაწილეობდა.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა განიხილეს თემები:რა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კორონავირუსის პანდემიამ უნივერსიტეტები მსოფლიოს მასშტაბით?რა უსაფრთხოების ნორმებს იცავდნენ უნივერსიტეტები სტუდენტებთან კომუნიკაციისას? რა პასუხისმგებლობების წინაშე დადგნენ სტუდენტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები პანდემიის პირობებში? შეცვალა თუ არა უნივერსიტეტების ფუნდამენტური ღირებულებები არსებულმა სიტუაციამ?

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: Magna Charta-ს ობსერვატორიის მმართველი საბჭოს წევრი და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ევა ეგრონ პოლაკი; Magna Charta-ს ობსერვატორიის პრეზიდენტი და ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი ფრანჩესკო უბერტინი; ვებინარის მოდერატორი იყო Magna Charta-ს ობსერვატორიის მმართველი საბჭოს პრეზიდენტი სიჯბოლტ ნოორდა;

კონფერენციას, რომელიც ზუმის ვებინარის გამოყენებით ჩატარდა, თითქმის ყველა ევროპული უნივერსიტეტის 400-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე