2019-05-28

თსუ გამოფენაში „NAFSA 2019“ მონაწილეობს

თსუ გამოფენაში „NAFSA 2019“ მონაწილეობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაში „NAFSA 2019“ მონაწილეობს და საინტერესო სიახლეებით წარსდგება. წლევანდელ გამოფენაზე, პროგრამის Study in Georgia-ს ფარგლებში, ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაში (NAFSA) 5 ქართული უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.  ყველაზე დიდ საერთაშორისო განათლების გამოფენაზე 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული. გამოფენა 31 მაისს საღამოს დაიხურება. 

უმაღლესი განათლების სპეციალისტთა საერთაშორისო ასოციაცია - NAFSA, ყოველწლიურდ მართავს საერთაშორისო გამოფენას აშშ-ში. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული უახლესი გამოწვევების გაცნობისა და მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური კონტაქტების დამყარების ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ღონისძიებას.



Print

« იხ. ყველა სიახლე