2018-09-28

მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი

მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე თსუ პროფესორებმა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მკვლევრებმა და თანამშრომლებმა მოხსენებები წაიკითხეს ქართველოლოგიის მიმართულებით.    

მარიამ ლორთქიფანიძის ხსნოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი წელს პირველად ტარდება და ტრადიციულად ყოველ წელს გაიმართება. ღონიძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას. 

ღონისძიება თსუ პირველი სასწავლო კორპუსის 321-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ბრძანებით, ცნობილი ქართველი მეცნიერის მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.
 
Print

« იხ. ყველა სიახლე