2018-02-15
საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში"
საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
ლაშა დარსალია, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი
მარკ ფუმაგალი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექსპერტები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. კონფერენციაზე განიხილება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დაკავშირებულია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან ჩვენს საზოგადოებაში, ენების სწავლების პოლიტიკასთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნდა ტრადიცია ბილინგვური და მულტილინგვური სწავლების. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პრაქტიკულ რჩევას მიიღებენ ჩვენი სპეციალისტები, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც შეხება აქვს მულტიკულტურალიზმთან.“
"მნიშვნელოვანია ასეთი სამეცნიერო კონფერენციები, რომელშიც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და რომელთაც აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, იცნობენ საუკეთესო მოდელებს, რომელიც არსებობს მსოფლიოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის. ჩვენ სწორედ ახლა ვართ იმ ნიშნულთან, როდესაც უნდა გადაიხედოს არსებული მოდელი და ჩვენ უფრო ეფექტური ახალი მოდელის შერჩევაზე ვმუშაობთ. შესაბამისად, ამ კონფერენციის რეკომენდაციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და დაგვეხმარება ეფექტური მოდელის შემუშავებასა და დანერგვაში," - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის ნანა გაფრინდაშვილის განცხადებით, „მულტილინგვური განათლება - მისი თეორია და პრაქტიკა მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვისაც. ჩვენი ქვეყნისათვის ის მნიშვნელოვანია მისი სოციო-პოლიტიკური, კულტურული ვითარებიდან და ეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის შედეგად მიივიღებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომლებიც გამოადგება ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას.“
კონფერენციაში, რომელის 3 დღეს გასტანს, 17 ქვეყნის 100-მდე მომხსენებელი მონაწილეობს. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი ექსპეტები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ინტერკულტურული განათლების ასპექტები; მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება; ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში; ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით; ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.
„კონფერენცია მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისათვის. მადლობელი ვარ ქართველი კოლეგებისა, რომლებიც რეგულარულად ატარებენ ასეთ კონფერენციებს და ეს კარგი პლატფორმაა, რომ საერთაშორისო ჯგუფები შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნული კონფერენცია ინტერნაციონალური ხასიათისაა და ეს ერთმნიშვნელოვნად ფასეულია,“- განაცხადა ლატვიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლიგიტა გრიგულემ.
„მულტილინგვური განათლების მიზანი არის ინტერკულტურულ ჭრილში კომუნიკაციის დამყარება, კულტურის შემოტანა ენის სწავლების თვალსაზრისით. მიღებული ცოდნა, კრიტიკული აზროვნების განვითარების უნარები ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტეგრაციას,“- აღნიშნა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა გიული შაბაშვილმა.
კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე. კონფერენციის თანაორგანიზაგორები არიან ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო).

« იხ. ყველა სიახლე