მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანისა და შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თოაბაზე.
შეღავათიანი რეჟიმი პირველ რიგში შეეხება უნივერსიტეტში დასაქმებულ ორსულ, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებულებს, რომლებიც ისარგებლებენ შეღავათიანი გრაფიკით და დისტანციური სამუშაო რეჟიმით.
შეღავათიანი სამუშაო გრაფიკი ასევე შეეხება თსუ-ს იმ თანამშრომლებს, რომელთაც ჰყავთ სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხურის) ასაკის შვილები. მათ სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცემათ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი და ნაწილობრივ გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
დანარჩენ დასაქმებულებს უფლება მიეცემათ სამუშაო კვირის განმავლობაში 1 სამუშაო დღე თავისი უფლება-მოვალეობები და ფუნქციები შეასრულონ სრულად დისტანციურად.