ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით კონფერენცია - ,,უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები’’ გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების და საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწყების 100 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსუ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, სხავადასხვა სამედიცინო სკოლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ ვიცე-რექტორმა, პროფესორმა
ალექსანდრე ცისკარიძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა
ლაშა მარგიშვილმა. დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების თემაზე ისაუბრეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა
დევიდ გორდონმა, პროფესორმა
დიმიტრი კორძაიამ, პროფესორმა
ნინო ჩიხლაძემ და პროფესორმა
ვლადიმერ მარგველაშვილმა.
კონფერენციის დასასრულს, სამედიცინო განათლების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ პროფესორ დევიდ გორდონს, აკადემიკოს რომან შაქარაშვილს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.