ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-08

თსუ 99

          თსუ 99
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო პარაკლისი  გადაიხადა. პარაკლისს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.  1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. უნივერსიტეტმა ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას და თავისი მასშტაბით დღესაც უდიდესი საგანმანათლებლო კერაა საქართველოში.

Print

« იხ. ყველა სიახლე