2019-06-03
ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული თსუ გახდა!
ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. ფინალურ დაპირსპირებაში ერთმანეთს ორი უმაღლესი ლიგის გუნდი, "თსუ" და "თელასი" შეხვდნენ. „ძირითადი დრო ფრედ: 1:1 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. სახელმწიფო უნივერსიტეტი მხრიდან ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ პენალტი ზუსტად შეასრულეს. გიორგი სოზაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ "თსუ"-ს მეკარემ, ალი ასლანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და "თსუ"-მ საბოლოოდ 3:2 იმარჯვა.
« იხ. ყველა სიახლე