ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია!
ჩვენმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო „თელასი ჯორჯიანს“ და საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თსუ-ს ფეხბურთელი ლევან კობაიძე გახდა.
თამაშს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმიისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე და თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯევანიძე ესწრებოდნენ.