თსუ ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად მოხვდა ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემაში. კერძოდ, მიმართულებების მიხედვით რანჟირებაში ფიზიკური მეცნიერებების მიმართულებით თსუ 187-ე ადგილზეა მსოფლიოს 248 უნივერსიტეტს შორის: http://www.usnews.com/education/best-global-universities/physics?page=19
თსუ-სთან ერთად მსოფლიოს 45 უნივერსიტეტი ვერ მოხვდა უნივერსიტეტების საერთო რანჟირებაში (750 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის), მაგრამ მოხვდა მიმართულების მიხედვით რანჟირებაში.
ტომსონ როიტერი არის მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო წყარო, რომლის პროექტი „საერთაშორისო ინსტიტუციური პროფილი“ ქმნის მსოფლიოს კვლევითი ინსტიტუტების ზუსტ და ამომწურავ პროფილს.