2015-10-21
თსუ აკადემიური საბჭოს განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ნაწილმა გარკვეული პრობლემების მოგვარების მიზნით საპროტესტო აქციებს მიმართა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პატივს სცემს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არასწორად მიიჩნევს მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალური ზომების, ამ შემთხვევაში შიმშილობის ფორმის, გამოყენებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის სრულყოფა მუდმივად ხდება. გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს, რომელთა გადაჭრა ეტაპობრივად, მხოლოდ დიალოგის გზით, სამუშაო რეჟიმში და სტუდენტების უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოგმართავთ, უარი არ თქვათ დიალოგსა და თანამშრომლობაზე, რადგან თითოეული ჩვენგანი არის უნივერსიტეტის ნაწილი, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველი ნაბიჯი მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა გადავდგათ.

« იხ. ყველა სიახლე