ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-01-22

სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ - მემორანდუმი

სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ - მემორანდუმი
ყოველწლიური ერთობლივი პროექტის - სტუდენტური კინოდაჯილდოების „ოქროს რტოს“ განსახორციელებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობენ სახელოვნებო განათლების განვითარებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

სხვადასხვა ნომინაციაში (საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მხატვრობა, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და სხვა) გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდებიან კინოდაჯილდოების ცერემონიალზე 23 თებერვალს.   



Print

« იხ. ყველა სიახლე