შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსების შედეგად გრანტების უმრავლესობა კვლავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა.
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დაფინანსებული 86 პროექტიდან 33 გრანტი (37 %) თსუ-ს წარმომადგენლებმა მოიპოვეს. კონკურსის შედეგად სტუ-ს დაუფინანსდა 12 პროექტი, ილიაუნი-ს - 8 პროექტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს - 6 პროექტი და სხვა.
გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში 23 გამარჯვებული პროექტიდან თსუ-ს 9 პროექტი (33%) დაფინანსდა.
საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა კონკურსის შედეგად 6 გრანტი მოიპოვა, სტუ-მ - 6 გრანტი და სხვა.
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის“ სახელმწიფო გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული 12 პროექტიდან თსუ-დან წარდგენილმა 7-მა პროექტმა გაიმარჯვა.