2015-03-19

თსუ დოქტორანტების წარმატება

თსუ დოქტორანტების წარმატება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში კვლავ თსუ დოქტორანტები ლიდერობენ.

2014 წლის დეკემბერში გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 376 საკონკურსო განაცხადი (თსუ-დან 150 განაცხადი)  დარეგისტრირდა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კონკურსის შედეგად 87 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. აქედან ნახევარზე მეტი - 45 პროექტი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტების მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებული პროექტების ქულების მიხედვით რანჟირებულ სიაში რეიტინგულ პირველ ათეულში 7 პროექტი თსუ დოქტორანტების პროექტებია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 45 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას  ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი პირველად  2013 წელს გამოცხადდა. ამ წელსაც თსუ იყო ლიდერი - გამარჯვებულ 135 პროექტს შორის 60 პროექტი თსუ დოქტორანტის მიერ იყო წარდგენილი.

იხილეთ ბმული http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1555


Print

« იხ. ყველა სიახლე