ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრეთის იუსტიციის მინისტრის, დოქტორ
ლასლო ტროკსანის საჯარო ლექცია
“უნგრეთის საკონსტიტუციო ცვლილებები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან
დაკავშირებით“ (Hungarian constitutional changes in relation with the
process of joining to EU) გაიმართა.
საჯარო ლექციას თსუ-ს პრორექტორი ალექსანდრე ცისკარიძე, სტუდენტები,
პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ლექციის დასრულების შემდეგ
გამართული დისკუსიის ფარგლებში უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა სტუდენტების
კითხვებს უპასუხა.
ღონისძიება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.