ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-07-30

თსუ რექტორის არჩევნები

თსუ რექტორის არჩევნები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტთა რეგისტრაცია  2020 წლის 29 ივლისს 18.00 საათზე დასრულდა.

აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 4 აგვისტო.

იხილეთ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი

რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება 2020 წლის 4 აგვისტოს zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, შემდეგი თანმიმდევრობით:
1. გიორგი ბარამიძე  10.00 საათი
2. ცირა ბარამიძე  11.00 საათი
3. გიორგი შარვაშიძე  12.00 საათი

არჩევნების შედეგები ძალაში შედის 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან.

დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა 2020 წლის 3 აგვისტოს 15 საათამდე უნდა წარმოადგინონ (ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, (ბ) საკონტაქტო ინფორმაცია და (გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი №114

დადგენილება №51/2020 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

რექტორის 2020 წლის არჩევნების ჩატარების პროცედურა

რეგისტრირებული კანდიდატები:
გიორგი ბარამიძე
გიორგი შარვაშიძე
ცირა ბარამიძე

Print

« იხ. ყველა სიახლე