ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და კომპანია "უნიქარდი" თსუ-ს სტუდენტებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა სტუდენტს სთავაზობს ბარათს, რომელიც სტუდენტის
საიდენტიფიკაციო ბარათის და უნივერსალური დაგროვებითი ბარათის -
"უნიქარდის" ყველა ფუნქციას ითავსებს.
10 000 სტუდენტური ბარათი უკვე დამზადებულია თსუ სტუდენტებისთვის. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტის მონაცემთა ელექტრონული ბაზის
SMS.TSU.GE-ის და
LMS.TSU.GE-ის საშუალებით მსურველებს შეეძლებათ ბარათის დამზადების მოთხოვნა.
ბარათის მფლობელი სტუდენტები ისარგებლებენ „უნიქარდის“ მიერ შემოთავაზებული ყველა მომსახურებით,
სხვადასხვა სახის შეღავათებითა და ფასდაკლებით.