2013-05-27
იარე ჩვენთან ერთად
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს სტუდენტთა 95-ე თაობას მიიღებს. პირველი უნივერსიტეტი კვლავ ელოდება პირველებს - ყველაზე ნიჭიერებს, ყველაზე რეიტინგულებს, ყველაზე მოტივირებულებს, ყველაზე მხიარულებს, ყველაზე სპორტულებს, ყველაზე წარმატებულებს, მათ, ვინც გადაწყვეტს, რომ სურს “იაროს ჩვენთან ერთად” და ასეთი 4670 აბიტურიენტი იქნება, რომელიც თსუ სტუდენტი გახდება.
თსუ-ში ექვს ფაკულტეტზე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული) 201 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის: 62 საბაკალავრო, 3 ერთსაფეხურიანი (სამედიცინო), 88 სამაგისტრო, 41 სადოქტრორო, 5 პროფესიული, 3 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის).
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე?
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელების რაოდენობის მიხედვით საქართელოში ლიდერია.
ფაკულტეტი აწარმოებს ორმაგ „საერთაშორისო საწარმოთა მართვის“, თსუ-სა და იენის (გერმანიის) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, სადაც სწავლების ენა წარმოადგენს ქართული და ინგლისურია.
ეწყობა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები. ფაკულტეტზე მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს სხვადასხვა ცნობილი ექსპერტები და მეწარმეები კითხულობენ. მათ შორისაა გერმანელი მეწარმე - კლაუს ჰიპი. ყოველწლიურად იგი თავად არჩევს 2–3 სტუდენტს და სრული დაფინანსების პირობებით იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად.
სტუდენტთა სტაჟირება და დასაქმება!
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტთა სტაჟირებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკულით გამყარებას. ამ მიზნით იგი სხვადასხვა კერძო საწარმოებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან დებს ხელშეკრულებებს და აფორმებს მემორანდუმებს. ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ სახელმწიფო უწყებებში, კომერციულ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს აქვს იურიდიული ლიტერატურის კავკასიაში ყველაზე მდიდარი და ხშირად განახლებადი სასწავლო დანიშნულების ბიბლიოთეკა. იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს როგორც შიდა საუნივერისტეტო, ისე გარე ინსტიტუციონალურ სასტიპენდიო პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასტიპენდიო პროგრამა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა განამტკიცონ სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციებში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს არქეოლოგიის სასწავლო ლაბორატორია, სადაც სტუდენტები სწავლობენ არქეოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დამუშავებას.
თსუ ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის სპეციალობის მიღებაა შესაძლებელი. მედიცინის ფაკულტეტი თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გროსჰადერნის კლინიკასთან და ა.შ.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმართულებების შესაბამისად, დანერგილი პრაქტიკული სწავლებით სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ პრაქტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში; საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რადიოსადგურებში და გაზეთის რედაქციებში; სოციოლოგიური კვლევის ცენტრში, სოციალური თერაპიის სახლში, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში და ა.შ.
სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი უდავო ლიდერია უნივერსიტეტში და ამ კუთხით მას გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოში.
გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები!
თსუ 300-მდე უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს. საზღვარგარეთის 18 უნივერსიტეტთან ხორციელდება გაცვლითი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პარტნიორი უნივერსიტეტები მიწვეულ სტუდენტს საცხოვრებელით და სტიპენდიით უზრუნველყოფენ.
2012 წლისთვის განსაზღვრული კვოტებით გაცვლითი პროგრამები განხორციელდა ტარტუს (ესტონეთი), ლატვიის, ვილნიუსის (ლიტვა), ვიადრინას ევროპული (გერმანია), ჰელსინკის, ლეიდენის (ჰოლანდია) და სხვა უნივერსიტეტებში.
2013 წლიდან გაცვლითი პროგრამები 4 ახალი პროექტის ფარგლებში განახლდება ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - ISET
თსუ-ში ფუნქციონირებს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET სადაც სასწავლო პროგრამა აშშ-ის და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები. სამაგისტრო პროგრამაზე პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისტის. საუკეთესო სტუდენტებს კი მომავალი ლიდერის სტიპენდიის (Future Leader Scholarships) გარდა, საშუალება ეძლევათ ისწავლონ ერთი სემესტრი აშშ-ის ან დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში; გაიარონ პრაქტიკა სამთავრობო, არასამთავრობო სექტორსა და კერძო კომპანიებში და სწავლა გააგრძელონ დოქტორანტურაზე დასავლეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
ტურიზმის საერთაშორისო სკოლა
2011–2012 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს ტურიზმის საერთაშორისო სკოლა. ტურიზმის სკოლაში თეორიული სწავლების პარალელურად სტუდენტები პრაქტიკულ განათლებას იძენენ ქვეყნის საუკეთესო სასტუმროებში, ტურისტულ სააგენტოებში, სხვადასხვა სამინისტროში, მერიაში და სხვადახვა ორგანიზაციებში სტაჟირებით.
სტაჟირება საზღვარგარეთ! საუკეთესო სტუდენტებისთვის იგეგმება უცხოეთში სტაჟირება. ეს საკითხი ფაქტობრივად შეთანხმებულია აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა საწარმოებთან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
თსუ-ს ბიბლიოთეკაში მკითხველს ბევრი ისეთი წიგნის მოძიება შეუძლია, რომელიც არსად, არცერთ ქართულ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება. დღეისთვის უნივერსიტეტის ფონდი მილიონობით საბიბლიოთეკო დოკუმენტს ითვლის. იმისათვის, რომ თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების სამეცნიერო მიღწევები, ყოველწლიურად ხდება ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა.
დაფინანსება!
2013-2014 სასწავლო წელს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე თსუ 4670 სტუდენტს მიიღებს. აქედან, 1225 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა), ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი განათლება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა. სხვა მიმართულებებზე კი გავრცელდება 70%, 50% და 30%-იანი სახელმწიფო გრანტი.
სიახლეები!
თსუ ახლო მომავალში სიახლეებს პირდება სწავლის მსურველებს. კერძოდ, უნივერსიტეტში უმაღლესი სამაგისტრო სკოლა შეიქმნება. ეს გარკვეულწილად მაკოორდინებელი მექანიზმი იქნება, რომელიც სტუდენტს უნივერსიტეტში სამაგისტრო სწავლების პერიოდის შერჩევასა და დაკომპლექტებაში დაეხმარება. გაჩნდება მეტი ინტერდისციპლინური და ფაკულტეტთაშორისი პროგრამა, რომელიც კვლევაზე იქნება ორიენტირებული.
თსუ-ის სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ უნივერსიტეტის მართვის პროცესში, სტუდენტთა მიერ არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის საშუალებით
თსუ-ის სტუდენტები აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწევიან. მათთვის ეწყობა კონფერენციები, ექსპედიციები, ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, თეატრალური დასი.
გახდი თსუ-ელი! თსუ-ის კურსდამთავრებულები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და კვლავაც ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. თსუ–ის კურსდამთავრებულები წამყვანი მეცნიერები არიან მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა თუ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში.
იარე ჩვენთან ერთად!

« იხ. ყველა სიახლე