ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა
იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, სამედიცინო მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან „საუნივერსიტეტო კლინიკაში“ და ჩართული იქნებიან ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მომავალი ექიმისთვის არის საჭირო.
„ეს არის ძალიან კარგი შანსი მათთვის, რომ მომავალში დასაქმების პერსპექტივაც უფრო მაღალი ჰქონდეთ და სწავლების პერიოდში პრაქტიკული კომპონენტი მაქსიმალურად შემოვიდეს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე მხრიდან. კარგია, უნივერსიტეტს გაუჩნდეს დიდი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება პროფესიონალების აღზრდა,“-აღნიშნა თსუ რექტორმა.
,,სასიხარულოა, რომ ჩვენი ალმამატერი და ღუდუშაურის კლინიკა, საკმაოდ ტრადიციული დაწესებულება სამედიცინო სფეროში, დაუკავშირდნენ სერიოზული მიზნების განსახორციელებლად. მიჭირს დავასახელო სფერო, სადაც თეორიისა და პრაქტიკის ისეთი გადაჯაჭვულობა არის საჭირო, როგორც სამედიცინო სფეროში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი მონდომება უნივერსიტეტის მხრიდან, კლინიკის მხრიდან იქნება შედეგიანი,“ -განაცხადა „საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორმა
იოსებ ბრეგვაძემ.
ხელშეკრულების საფუძველზე საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლო კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას;