2018-11-02

თსუ ფილმის „აკაკი შანიძის“ წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

თსუ ფილმის „აკაკი შანიძის“  წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულებაზე გადაღებულმა ფილმმა "აკაკი შანიძე" მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა ანდრიას ჯვარი“ მთავარი პრიზი მოიპოვა.  საერთაშორისო ფესტივალი 18-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართა.

50-წუთიანი ფილმი პროექტის „მათ შექმნეს უნივერსიტეტი“ ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მომზადდა.

ფილმზე მუშაობდნენ: ირაკლი სოლომონაშვილი, ზაზა ჯღარკავა, იმედა თეთრაძე, ნინო გელოვანი, მერაბ ვაჩნაძე. პროექტის ავტორია იზა თითბერიძე. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელია თსუ კინო-ტელეხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კოკოჩაშვილი






Print

« იხ. ყველა სიახლე