2019-05-10
თსუ რექტორის მოადგილე საგამოცდო ცენტრს ეწვია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
ნინო გვენეტაძე უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს ეწვია. რექტორის მოადგილე საგამოცდო ცენტრის სტრუქტურას და გამოცდების ჩატარების პროცესს გაეცნო. ცენტრის ხელმძღვანელმა
მაია ჩიღვინაძემ მას ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო. ცენტრში ამ ეტაპზე შუალედური გამოცდები მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში საგამოცდო ცენტრი 900-მდე საგანში ჩაატარებს გამოცდას და 65 ათასზე მეტ სტუდენტს მოემსახურება.
« იხ. ყველა სიახლე