2019-05-29
თსუ საერთაშორისო თანამშრომლობა ფართოვდება
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე განათლების გამოფენას ("NAFSA 2019") ესტუმრა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტში არსებული სიახლეეები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით თსუ-სა და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოებას. ამავე დღეს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსმა, ირმა გრძელიძემ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
თსუ რექტორსა და ფრანგული უნივერსიტეტის „ლიონ 2-ის“ ვიცე-პრეზიდენტს შორის საუბრის თემა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივები იყო, რომელიც ერთობლივ სასწავლო პროგრამებს შეეხება. როგორც ჯეიმს ვოლკერმა აღნიშნა, ფრანგული უნივერსიტეტი მზად არის თსუ-სთან კულტურის პოლიტიკის მიმართულებით ერთობლივი პროგრამის განხორციელებაზე აქტიურად იმუშაოს. გამოფენაში "NAFSA 2019" 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, Study in Georgia-ს ფარგლებში კი 5 ქართული უნივერსიტეტი მონაწილეობს.
« იხ. ყველა სიახლე