ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტთა რეგისტრაცია დასრულდა
2016 წლის 14 სექტემბერს, 18.00 საათზე.
აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის
საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრა
2016 წლის 23 სექტემბერი.
რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება 2016 წლის 23 სექტემბერს თსუ I კორპუსში, ოთახი №107
1. გიორგი ბარამიძე 10.00 საათი
2. ცირა ბარამიძე 11.00 საათი
3. გიორგი შარვაშიძე 12.00 საათი
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდება რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ვიდეო-ჩაწერა.
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველმა უნდა წარმოადგინოს (ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, (ბ) საკონტაქტო ინფორმაცია და (გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
2016 წლის 22 სექტემბრის 13:00 საათამდე.
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი №114