ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-25

ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებით-სათავგადასავლო თამაში - City Game დაიწყო

ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებით-სათავგადასავლო თამაში - City Game დაიწყო
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიწყო ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებით-სათავგადასავლო თამაში City Game, რომელიც მონაწილეებს სახალისო არაფორმალურ გარემოში გააცნობს საინტერესო ფაქტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიიდან.

ორდღიანი ინტელექტუალური  თავგადასავლის  განმავლობაში თითოეულ ჯგუფს მოუწევს 26 შეკითხვაზე პასუხის მოძიება და 26 სახალისო დავალების შესრულება. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც პირველი მოაგროვებს 26 მინიშნებას, გაივლის ყველა ჩეკ-პოინტს და მივა ფინიშამდე.

თამაშში მონაწილეობს თსუ-ს სტუდენტების 20 გუნდი. 26 მაისს გამოვლინდება 2 გამარჯვებული გუნდი, რომელთა დაჯილდოების ცერემონია 15.00 საათზე რუსთაველის გამზირზე, თსუ-ს სტენდთან გაიმართება. გამარჯვებულ გუნდებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დააჯილდოებს. მათ სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზები  გადაეცემათ.

Print

« იხ. ყველა სიახლე