ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურა და ფუნქციები

სტრუქტურა


უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა,
დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების
მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,
თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა
და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა
კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების
მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება
დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის
მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა
და განვითარება;
ე) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;
ვ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის
(ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა), დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო
პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი
ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური
კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;
ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
თ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების
განხორციელება;
ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;
კ) პერსონალის პროფესიული განვითარება;
ლ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;
მ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე
ზრუნვა;
ნ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
ო) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
ამ მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს
აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის
პირობების შესაქმნელად;
ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-
კვლევით დაწესებულებებთან;
ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა
ურთიერთგაცვლას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის
პროგრამების განხორციელებაში;
თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული
განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ
გარემოში;
ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;
კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.