ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც შრომითი ბაზრის მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია, განსაკუთრებული მოთხოვნები გაჩნდა განათლების სისტემის მიმართ, ადამიანს ნებისმიერ ასაკში მარტივად უნდა შეეძლოს მისთვის საჭირო კვალიფიკაციის ან გადამზადების მიღება მისთვის ხელსაყრელ დროს. სწორედ ამის გამო ბოლონიის პროცესმა გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა განათლების სფეროში და დაიწყო უწყვეტი განათლების კონცეფციის დანერგვა. ბოლონიის პროცესის თანახმად უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა უნივერსიტეტების მისიისა და სტრატეგიების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.

თსუ–ში უწყვეტი განათლების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა უწყვეტი განათლების პროგრამების ადმინისტრირება და უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა სემინარის, ტრენინგის სასწავლო კურსის ორგანიზება.

აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების პროგრამები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა : შიდა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლება და უწყვეტი განათლება ფართო საზოგადოებისათვის.

შიდა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლება მიზნად ისახავს თსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, სამსახურში ახლადაყვანილი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას.

უწყვეტი განათლება ფართო საზოგადოებისათვის: საქართველოში არსებული საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე თსუ–მ საზოგადოებას შეიძლება შესთავაზოს გარკვეული დარგობრივი და/ან ზოგადი უნარების განმავითარებელი მოკლე და გრძელვადიანი კურსები/ტრენინგები/პროგრამები, რომელთა სპექტრი შესაძლოა საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების პროგრამების შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


უწყვეტი განათლების სხვა პროგრამებთან ერთად თსუ–ში ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტებული 13 საგანმანათლებლო პროგრამა.

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება, რომელიც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილ საგნებში მომზადებას სთავაზობს.


აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე