www.margaliti.ge www.dict.ge http://mil.dict.ge http://bio.dict.ge www.margaliti.com
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრი“ დღეს საუნივერსიტეტო სტატუსის მქონე ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ცენტრია, მაგრამ მისი ისტორია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. „ლექსიკოგრაფიული ცენტრი“, როგორც ცალკე ერთეული, 1995 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრასთან და მასში გაერთიანდა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფი, რომელიც 80-იანი წლებიდან მუშაობდა ლექსიკონის შედგენილი მასალის გადამუშავებაზე, რედაქციასა და გამოსაცემად მომზადებაზე. სწორედ ამ წელს დაიწყო ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომებად გამოცემა და ცენტრის მიზანიც აღნიშნული ლექსიკონის დასრულება და გამოცემა იყო (www.margaliti.ge).
დღეისათვის გამოქვეყნებულია ლექსიკონის 14 ტომი, რომლებიც 2 380 ნაბეჭდ გვერდს მოიცავს. 2009 წლიდან დაიწყო მუშაობა ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის პროგრამული პლატფორმის შექმნაზე. 2010 წელს ინტერნეტში განთავსდა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინ-ვერსია (www.dict.ge).
ონლაინ-ლექსიკონი დღეისათვის 110 000 სიტყვა-სტატიას მოიცავს. სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია, შეტანილია უამრავი შესიტყვება, ფრაზული ზმნა, ფრაზეოლოგიური ერთეული, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი თითქმის ყველა დარგის ტერმინოლოგია, ქართულად თარგმნილია რამდენიმე ასეული ათასი ინგლისური მნიშვნელობა. ლექსიკონის სიტყვა-სტატიების სარედაქციო სამუშაოები 30 წელი მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება.
2008 წლიდან „ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა“ დაიწყო მუშაობა დარგობრივი ინგლისურ-ქართული ლექსიკონების ციკლზე. ინგლისურ-ქართულ დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო გუნდმა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ბატონი არიანე ჭანტურიას ხელმძღვანელობით. დარგობრივ ტერმინოლოგიაზე სამუშაოდ მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო მეცნიერები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორებთან. ლექსიკონის რედაქტორებს კონსულტაციებს უწევდნენ: სერგო ჯორბენაძე (იურისპრუდენცია), ევგენი ხარაძე, ლილი საყვარელიძე (ასტრონომია), გივი ნებიერიძე (ენათმეცნიერება), გურამ თევზაძე (ფილოსოფია), არნოლდ გეგეჭკორი (ენტომოლოგია), ირაკლი ელიავა, რევაზ ჟორდანია (ზოოლოგია), ზაირა ღვინიანიძე, რევაზ გაგნიძე (ბოტანიკა), ნინო ფორაქიშვილი (ბიოლოგია), დარეჯან კაჭარავა (არქეოლოგია), ზურაბ კიკნაძე (ბიბლიური ტერმინოლოგია), ვასო ჯავრიშვილი (გეოლოგია), შალვა ჩახნაშვილი (სპორტი) და სხვანი.
აღნიშნული ციკლის პირველი ლექსიკონია „ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი“, რომელიც 2009 წელს შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. 2012 წელს ლექსიკონის ონლაინ-ვერსია ინტერნეტში განთავსდა შემდეგ მისამართზე: http://mil.dict.ge.
2012 წლის მარტიდან ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა „ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონზე“. პროექტი ორწლიანია და ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ლექსიკონში შევა საკუთრივ ბიოლოგიური და ბიოლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ისეთი დარგების ტერმინები, როგორიცაა ბოტანიკა, ზოოლოგია, მიკრობიოლოგია, ციტოლოგია, გენეტიკა, იმუნოლოგია, ბიოქიმია, ანატომია, ფიზიოლოგია, ეკოლოგია და სხვა, სულ 20 000 სიტყვა-ტერმინი. ბიოლოგიური ლექსიკონის ონლაინ-ვერსია უკვე განთავსებულია ინტერნეტში მისამართზე: http://bio.dict.ge, მასში ატვირთულია 16 000 ტერმინი და ლექსიკონზე მუშაობის კვალდაკვალ იგი ივსება ახალი სიტყვა-სტატიებით. ლექსიკონზე მუშაობა 2014 წელს დასრულდება.
„ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხელის შეწყობა ორენოვანი აკადემიური ლექსიკოგრაფიის განვითარებისათვის ევროპულ ენებთან მიმართებით. ორენოვანი ლექსიკოგრაფიის პოპულარიზაციისა და დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით შეიქმნა და ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა ლექსიკოგრაფიაში - 2009 წლიდან და სადოქტორო პროგრამა ლექსიკოგრაფიაში 2011 წლიდან. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში უკვე მოხდა ორი ევროპულ-ქართული ლექსიკონის პროექტის ინიცირება, ესენია: ახალი იტალიურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი (უნივერსიტეტის იტალიური ფილოლოგიის მიმართულებასთან ერთად) და ესპანურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი. შემუშავებულია ლექსიკონების სამეცნიერო აპარატი, შედგენილა რამდენიმე ასეული სიტყვა-სტატია. მომავალში დაგეგმილია პროექტების წამოწყება სხვა ევროპულ ენებთან მიმართებითაც.
2010 წელს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად დაფუძნდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში, რომლის პირველი შეხვედრა 2010 წლის მაისში გაიმართა ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კი - 2012 წელს. მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
2012 წლიდან ლექსიკოგრაფიულ ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა „ინგლისურ-ქართული სამეცნიერო ტექსტების პარალელურ კორპუსზე (არიანე ჭანტურიას თარგმანების საფუძველზე)“.
„ლექსიკოგრაფიული ცენტრი“ დიდ ყურადღებას უთმობს ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას. ამ მიზნით ტარდება საჯარო ლექციები, ტრეინინგები, იმართება პრეზენტაციები. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან „ორენოვანი ლექსიკოგრაფიის განვითარების ეროვნული პროგრამის“ შესაქმნელად.
ლექსიკოგრაფიული პუბლიკაციები
ა. ბეჭდური გამოცემები:
ბ. ონლაინ-ლექსიკონები:

- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, I ტომი, ასო A (6 000 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1995 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, II ტომი, ასო B (6 500 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1996 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, III ტომი, ასო C (9 000 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1996 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, IV ტომი, ასო D (6 000 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1996 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, V ტომი, ასო E (5 000 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1997 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, VI ტომი, ასო F (6 300 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1997 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, VII ტომი, ასო G (5 500 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1998 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, VIII ტომი, ასო H (5 800 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 1998 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, IX ტომი, ასო I (5 500 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 1999 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, X ტომი, ასოები J,K,L (6 700 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2001 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, XI ტომი, ასო M (6 000 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2003 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, XII ტომი, ასო N (4 200 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2006 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, XIII ტომი, ასო O (5 300 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2008 წ.
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“. XIV ტომი, ასო P (8 000 სიტყვა-სტატია). თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012 წ.
ბ. ონლაინ-ლექსიკონები:
- აფრიდონიძე შ., მარგალიტაძე თ. (მთავარი რედაქტორი), მელაძე გ., ჭანტურია ა., ხუნდაძე გ. „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი“ (110 000 სიტყვა-სტატია). www.dict.ge. თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2010 წ.
- მარგალიტაძე თ. (რედაქტორი), მელაძე გ. ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინ-ლექსიკონი“ (10 000 სიტყვა-სტატია). http://mil.dict.ge. თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2009 წ.
- მარგალიტაძე თ. (რედაქტორი), მელაძე გ., ფორაქიშვილი ნ. (რედაქტორი), ხუნდაძე გ. „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონი“ (16 000 სიტყვა-სტატია). http://bio.dict.ge. თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2013 წ.