ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი არის უნივერსიტეტის სამეცნიერო დამხმარე ერთეული. ცენტრი ასევე მოიცავს ფაბლაბს, რომლის მიზანია ამა თუ იმ პროდუქტის პროტოტიპირება.
ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პირი დააინტერესოს ინოვაციური საქმიანობით და აღმოაჩინოს ინოვაციური იდეების ავტორები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში.
ცენტრი ზრუნავს სამეწარმეო (ბიზნეს) უნარების განვითარებაზე და მიზნად ისახავს, თითოეულ მეცნიერს მისცეს შესაძლებლობა, განივითაროს საჭირო სამეწარმეო და სტარტაპ უნარები და დაეხმაროს მათი საქმიანობის განხორციელებასა და განვითარებაში, თსუ-ს ბაზაზე არსებული მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციით.
ინოვაციური იდეების მუდმივი სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, შესაძლებლობების ძიების მექანიზმებისა და მეთოდების შემუშავება თსუ-ში, იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, არის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი ამოცანა.
აღნიშნული დარგის ეკოსისტემის განვითარებისთვის ცენტრი ზრუნავს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებაზე, როგორებიცაა: ცოდნის გადაცემა ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების საშუალებით, ინოვაციური იდეების მუდმივი სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, კონსულტაციის გაწევა იდეის ავტორებისთვის, იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, მეცნიერებისა, თუ მკვლევარებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, თსუ-ში შესაძლებლობების ძიების მექანიზმებისა და მეთოდების შემუშავება, თსუ-ში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი მეთოდების დანერგვა, იდეის ავტორებისთვის საწყის ეტაპზე დახმარება, კომერციალიზაციაში მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება და ამ კუთხით, იდეის ავტორების გრძელვადიანი მხარდაჭერა, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი განვითარება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, თსუ-ს ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა N11.
საკონტაქტო პირი: ნინო ქურდაძე :
ელ.ფოსტა: Nino.kurdadze@tsu.ge
ტელეფონი: +995 558548548 ; +995 599624647
ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/innovatetsu