ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ანიჭებს ბაკალავრის კვალიფიკაციას.
პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს და საშუალოდ ნაწილდება შემდეგნაირად: 50 ECTS კრედიტი ეთმობა საფაკულტეტო სავალდებულო კურსებს. 120 ECTS კრედიტი განკუთვნილია ძირითადი (მაპროფილებელი) სპეციალობისათვის. 60 ECTS კრედიტის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს სასურველი დამატებითი პროგრამა. ხოლო 10 ECTS კრედიტი განსაზღვრულია ე.წ. თავისუფალი კრედიტებისათვის.
ძირითადი (მაპროფილებელი) სპეციალობის 120 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად: 75 ECTS კრედიტი სპეციალობის ძირითადი კურსებისათვის, 35 ECTS კრედიტი სპეციალობის არჩევითი კურსებისათვის, ხოლო 10 ECTS კრედიტი განკუთვნილია საბაკალავრო ნაშრომისათვის. სხვადასხვა ფაკულტეტზე კრედიტების განაწილება სხვადასხვაგვარია.
საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.