პროფესიული განათლება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი ეროვნული უნივერსიტეტი კავკასიაში, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან, იმ დროიდან, ხორციელდება, როდესაც საქართველოში  უმაღლესი პროფესიული პროგრამების დანერგვა და განხორციელება დაიწყო. წლების განმავლობაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ხორციელდებოდა.

2015 წლიდან თსუ-ში დაიწყო ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების მეთოდოლოგიის, შრომის ბაზრისა და დასაქმებულთა გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული პროგრამების დამატება მოხდა მოდულური პროგრამების დანერგვისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ხელშეწყობით.

2019 წელის ივნისიდან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირება უნივერსიტეტის ახალმა დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულმა „თსუ პროფესიული განათლების ცენტრი“ აიღო საკუთარ თავზე, რომელსაც დაევალა თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

„თსუ პროფესიული განათლების ცენტრი“ საკუთარ საქმიანობას წარმართავს თბილისსა (მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2) და ქუთაისში (მისამართი: ნიკეას მე–2 შესახვევი N 8).

თსუ-ში ამ ეტაპზე სწავლება 11 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება;
1.    ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგი (თბილისი)
2.    ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგი (ქუთაისი)
3.    საბაჟო საქმე (თბილისი)
4.    საბაჟო საქმე (ქუთაისი)
5.    შემფასებელი (თბილისი)
6.    შემფასებელი (ქუთაისი)
7.    ბიბლიოთეკარი (თბილისი)
8.    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (თბილისი)
9.    ტუროპერატორი (თბილისი)
10.   საოფისე საქმე (ქუთაისი)
11.   სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა (ქუთაისი)

2020 წლის ზაფხულში თსუ-ს დაემატა 10 ახალი ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ორივე ლოკაციაზე:
1.    ბუღალტრული აღრიცხვა (თბილისი)
2.    ბუღალტრული აღრიცხვა (ქუთაისი)
3.    საფინანსო სერვისები (თბილისი)
4.    საფინანსო სერვისები (ქუთაისი)
5.    ღონისძიების ორგანიზება (თბილისი)
6.    ღონისძიების ორგანიზება (ქუთაისი)
7.    სკოლამდელი აღზრდა (თბილისი)
8.    სკოლამდელი აღზრდა (ქუთაისი)
9.    საოფისე საქმე (თბილისი)
10.   საბიბლიოთეკო საქმე (ქუთაისი)

თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 100 %-ით
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ორივე ლოკაციის ინფრასტრუქტურა სრულად არის რეაბილიტირებული და სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობს დარგის მაღალკვალიფიცირებული მასწავლებლების ჩართულობით.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: T- 2 25 04 84.