ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. მის სამეცნიერო მუშაობაში გამოიყოფა ორი მიმართულება: თანამედროვე თურქული ლიტერატურა (XX-XXI სს.) და ათონის მთაზე არსებული ივერონის მონასტრის ისტორია კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ (XV-XX სს.). მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის, „შავ წიგნს“. „The Black Book“ თარგმნილი აქვს ამავე მწერლის სამი წიგნი (ფარული სახე Secret Face, 2007 წ., სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი, (Istanbul – memories and the city,2012წ., ახალი ცხოვრება The New Life).2014წ.). თამარ ალფენიძე მონასტრის შესახებ ოსმალური წყაროების შესწავლაზე უკვე მეორე წელია მუშაობს.
თამარ ალფენიძეს გავლილი აქვს ასპირანტურის ერთი აკადემიური წელი სტამბოლის უნივერსიტეტში, სადაც ის დისერტაციაზე მუშაობდა, გავლილი აქვს აკადემიური სწავლების ზაფხულის სკოლა სტამბოლში, ბილგის უნივერსიტეტში, ასევე გავლილი აქვს ოსმალური ენის ინტენსიური კურსი ჰარვარდის-ქოჩის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში. მოპოვებული აქვს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ გრანტი და ლექტორების განვითარების პროგრამის ფარგლებში გატარებული აქვს სამი სემესტრი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ახლო აღმოსავლეთის და ისლამისმცოდნეობის მიმართულებაზე (აშშ).