გეოგრაფიის დოქტორი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, არის საქართველოს წარმომადგენელი გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში. 2013 წელს იყო ამავე კონვენციის მე-2 სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი.არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალ „ამირანის” სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი გეოგრაფია-გეოეკოლოგიის განხრით.
მისი კვლევები მოიცავს წყალმოვარდნების პროგნოზირების, წყლის რესურსების შეფასებისა და მართვის, ასევე კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების საკითხებს. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და უცხოურ ჟურნალებში.