სრული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა გერმანისტიკის ინსტიტუტში და პარიზ-ლონდონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ავსტრია, ზალცბურგი). 2004 წელს იყო „თინათინ წერეთელის სახ. სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის” მაძიებელი. 2006 წელს პოლონეთში (ვარშავა) სერთიფიკატი მიიღო იპოთეკური ბანკების საქმიანობაზე. 2007 წელს დაიცვა დისერტაცია.
წლების განმავლობაში ბურდული მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში, იურიდიულ ფირმა „ასანიშვილი და იოსელია სპს” , იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, „თინათინ წერეთელის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში”, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლაში, 2008 წლიდან კი მოღვაწეობს თსუ-ში.
ირაკლი ბურდული არის შვიდი მონოგრაფიის და კრებულის ავტორი. სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებული აქვს ათობით სტატია.