Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ელენე გიორგაძე

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის  მიმართულებით, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. არის საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციიაციის ოფიციალური წევრი. გახლავთ ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციიაციისა და  ამერიკის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის წევრი. არის ჟურნალ „Эндокринология“-ის და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი. გახლავთ მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, მომხსენებელი და ხელმძღვანელი, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 20-მდე მონოგრაფიის ავტორი. კითხულობს სალექციო კურსებს: ენდოკრინოლოგიაში. ასევე სამეცნიერო ლექციებს რეზიდენტებისა და ექიმებისთვის.