Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ლიანა გოგიაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტებია: გულფილტვის სინდრომი, სისხლძარღვთა რესტრუქტურიზაცია, მეტაბოლური სინდრომის ულტრასტრუქტურული საფუძვლები. არის 4 წიგნის და 200-ზე  მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
საქართველოს პათოლოგანატომთა და  ციტოპათოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ელექტრონული მიკროსკოპიის  საზოგადოების წევრი; ჟურნალ  „Georgian Medical News“ სარედაქციო კოლეგიის და ჟურნალ „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის“ სარედაქციო საბჭოს წევრი; სისტემატურად მონაწილეობს მოხსენებებითა და სალექციო კურსებით საერთაშორისო პროფესიულ ტრინინგებისა და სემინარების მუშაობაში; არის არაერთი საერთაშორისო და რეგიონული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი. კითხულობს სპეციალურ კურსს თსუ რეზიდენტებთან და დოქტორანტებთან ემბრიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.