მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის “ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-სასწავლო-სატრენინგო ცენტრის” განყოფილების უფროსი. არის ერთი მონოგრაფიის, ორი გამოგონების, 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. გახლავთ “GROUP QUANTA MEDICAL”-ის (საფრანგეთი) მიერ ჩატარებული საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევების, საქართველოს და საერთაშორისო რამოდენიმე გრანტის (სესფ, ISTC, STCU) მონაწილე თუ ხელმძღვანელი. აქვს ექსპერიმენტულ და კლინიკურ კარდიოქირურგიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. მისი კვლევის სფეროებია: ხელოვნური გულის, ფილტვისა და სისხლმიმოქცევის სისტემები, სიცოცხლის ხელოვნური უზრუნველყოფა.