თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. არის ოთხი სახელმძღვანელოს, ოთხი მონოგრაფის და 130-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთაგან 8 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. მინიჭებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია და თსუ სამეცნიერო პრემია. იყო საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის ახალგაზრდა მეცნიერთა სტიპენდიატი. არის თსუ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი. მონაწილეა 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის. არის სოციალური მარკეტინგის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.