Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თამარ კეზელი

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. მიჰყავს სალექციო კურსები ბაზისურ და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში, ასევე რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში.

არის საქართველოს ფარმაკოლოგთა საზოგადოების, საქართველოს პათფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს ექიმ ქალთა  ასოციაციისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს  წევრი. მისი კვლევის სფეროა გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი ფარმაკოლოგიური საშუალებები. არის 4 მონოგრაფიის, 60-ზე მეტი  სამეცნიერო სტატიის და 5 ცნობარის  ავტორი,  ფარმაკოლოგიის ძირითადი სახელმძღვანელოების ქართული ვერსიების რედაქტორი. წლების მანძილზე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი წამლის რაციონალური გამოყენების დარგში. ჩატარებული აქვს  ჯანმო-ს სასწავლო კურსი „წამლის რაციონალური გამოყენება" ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმებისთვის, ექთნებისა და ფარმაცევტებისთვის, საქართველოში,  უზბეკეთში, ყაზახეთში და ნიდერლანდებში. არის საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების სისტემატური მონაწილე და მომხსენებელი.

მიღებული აქვს პატენტი - "მიოკარდიუმის ნეკროზულ-ანთებითი დაზიანების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება", საქართველო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი, "საერთაშორისო კლასიფიკაციის ინდექსი - 2006 3962".