Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
დიმიტრი კორძაია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის პროგრამის თანახელმძღვანელი. თსუ ალ. ნათიშვილის  მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯის, ევროპის ქირურგთა საზოგადოების წევრი.

გახლავთ 10-მდე ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული გრანტის ხელმძღვანელი და მონაწილე. 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; არის ღირსების ორდენის კავალერი.