Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მანანა კალანდაძე

მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. 1987 წლიდან დღემდე პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ბავშვთა თერაპიულ განყოფილებაში. მინიჭებული აქვს თერაპევტ-სტომატოლოგისა და ბავშვთა ასაკის თერაპევტ-სტომატოლოგის სერთიფიკატები. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთშორისო კონგრესში, კონფერენციასა და სემინარში. გახლდათ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესის და III პანევროპული კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტების წევრი (უკრაინა). არის რვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.